ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს მეწარმე თემურ დალივალოვი, რომელიც ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე არსებულ ე.წ "თათრების ბაზრობის" ტერიტორიაზე ეწეოდა დიდი რაოდენობით ტანსაცმლის რეალიზაციას და მყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ გასცემდა საჭირო საგადასახადო დოკუმენტაციას.
სამართალდამცველებმა თ. დალივალოვი მაშინ დააკავეს, როცა მან ერთ-ერთ მყიდველს 13 000 ლარის ღირებულების ჯინსის შარვლები და აქსესუარები მიჰყიდა, პროდუქციის საფასურის ნაწილი აიღო, მაგრამ სასაქონლო ზედნადების გამოწერაზე უარი განაცხადა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
ამჟამად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელბის მიერ გრძელდება თ. დალივალოვის კუთვნილი ობიექტის შემოწმება, რათა დადგინდეს მისი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორასე პრიმა მესამე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.