მარტო დაბალი გადასახადებით ვერც ერთ ინვესტორს ვერ შემოიტყუებ, - მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, რომელიც მთავრობას თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თეზ) მიმართ კომპლექსური მიდგომის შემუშავებას ურჩევს.
რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ზონები საქართველოში კარგად ვერ მუშაობს, რადგან რეალურად, უცხოური ინვეტიციები ნაკლებად შემოდის ამ ზონებში.
„მხოლოდ საგადასახადო შეღავათი არ არის საკმარისი, რომ უცხოური კაპიტალი შემოვიდეს ამ ზონებში. არის რამდენიმე ზონა, რომელიც პირიქით, ცუდად მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე და შეიძლება ითქვას, ანგრევს ჩვენ ენერგეტიკას. ეს არის ბიტკოინის მწარმოებელი ქარხნები, რომელიც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი რუსთავი და კახეთი ერთად აღებული“, - ამბობს გოცირიძე.
მისი თქმით, ინვესტორებს გარდა საგადასახადო შეღავათისა, სჭირდებათ სხვა პირობებიც, მაგალითად, გამართული სამართლებრივი ურთიერთობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კარგი ინტერნეტი, კომუნიკაციები და სასტუმროები.