თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, მოქალაქე ბესარიონ მარტირუზოვი დააკავა, რომელმაც მოტყუებით, მსჯავრდებულის მეუღლეს, ნატო ხიჯაკაძეს 4000 ლარი გამოსძალა.
გამოძიებით გაირკვა, რომ 2010 წლის მარტიდან, თანხის მიღების შემდეგ, ბესარიონ მარტირუზოვი ნატო ხიჯაკაძეს ნაცნობი მაღალი თანამდებობის პირის დახმარებით, მის მეუღლეს ამირან ბერაძეს, უახლოეს მომავალში შეწყალებით გაათავისფულებას ჰპირდებოდა.
გარდა ამისა, ბესარიონ მარტირუზოვმა ნატო ხიჯაკაძე დაარწმუნა, რომ მისი მეუღლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის დაჩქარებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლისათვის ქრთამის სახით უნდა გადაეცა 200 ა.შ.შ. დოლარი, რომელიც მანვე მიითვისა.
ჩადენილი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 - დან 7 წლამდე.