განსაკუთრებთ დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "პროექტი- 21"-ს მენეჯერი პაატა ქავთარაძე, რომელმაც 2005 - 2009 წლებში არაერთგზის, არარსებული საწარმოების, ზოგ შემთხვევაში კი რეგისტრირებული საწარმოების სახელით დაამზადა და გამოიყენა 301 ცალი ყალბი სასაქონლო ზედნადები სხვადასხვა დასახელების საქონელზე - ძირითადად სამშენებლო მასალაზე, თანდართული სალაროს აპარატის ჩეკებით, საერთო ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.