შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელი ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 1985 წ.დ. ემზარ ბიაშვილი დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ეჭვმიტანილმა 2 თვის განმავლობაში ქ. რუსთავში მდებარე 7 ბინა გაქურდა, ხოლო მოპარულ ნივთებს რუსთავის ე.წ. „სტამბულის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდდა, საიდანაც სამართალდამცავების მიერ ამოღებულ იქნა მის მიერ ნაქურდალი ტექნიკა და სხვა ძვირადღირებული ნივთები.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით. დანაშაული ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის სამმართველო.