საქართველოს შსს-ის მონაცემებით, 2010 წლის ექვს თვეში საქართველოში რეგისტრირებულია 17 ათას 580 დანაშაული. მათ შორის პირველ კვარტალაში 9 ათას 211 დანაშაული. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში რეგისტრირებულია 5 ათას 153 მძიმე შემთხვევა, მათ შორის მერე კვარტალში ჩადენილია 337 ერთეულით ნაკლები დანაშაული.
2010 წლის ექვს თვეში რეგისტრირებულია განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 208 შემთხვევა, მათ შორის პირველ კვარტალში 110 შემთხვევა. სხვა დანაშლებების სტატისტიკა კი ასეთია: ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანება 73 შემთხვევა, გაუპატიურება 35 შემთთხვევა, ძარცვა 317 შემთხვევა, ყაჩაღობა 226 შემთხვევა, ხულიგნობა 233 შემთხვევა, ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესისი დარღვევა, რომელმაც გამოიწვია დაზარებულის სიკვდილი 195 შემთხვევა, არასრულწოვანის მიერ ჩადენილი დანაშაული 2883 შემთხვევა. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის კუთხით. სულ მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებულია 5632 შემთხვევა.
შსს-ის განმარტებით, 2005 წლის მაისიდან, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცეესო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მოკვლევის ორგანოების გაუქმებას და წინასწარი გამოძიების დაწყებას დანაშაულის ჩადენის მომენტიდან გაზრდილია რეგისტრირებული დანაშაულებების რაოდენობა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2001 რეგისტრირებული იყო 15 ათას 662 დანაშაული, 2005 წელს - 43 ათასც 266 დანაშაული, 2006 წელს - 62 ათას 283 დანაშაული, 2007 წელში 44 ათას 746 ხოლო 2008 წელს 44 ათას 644 დანაშაული.
2009 წელს საქართველოს მასშტაბით ჩდენილია 11 ათას 993 დანაშაული, რაც მიმდინარე წლის ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს 787 ერთეულით აღემატება.