სოხუმში აფხაზური მილიციის წარმომადგენელმა რუსი დამსვენებელი გაძარცვა. აფხაზეთის ე. წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, გუდაუთის რაიონული სამმართველოს ახალი ათონის მილიციის განყოფილების ლეიტენანტი ალმაზ ლაზბა გაგრის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა.
როგორც ირკვევა, მილიციელმა ლაზბამ გაგრის რაიონის სოფელ ცანდრიპშში დამსვენებელი, ვინმე ბაბიჩი გაძარცვა. მილიციელმა დამსვენებელს ხელიდან გამოჰგლიჯა ჩანთა, რომელშიც ფული და საბუთები იყო და გაიქცა.
მძარცველ მილიციელს პირობითად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.