განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის თანამშრომლებმა დააკავეს ს/ს "ელიტელექტრონიკსის" ყოფილი დამფუძნებელი და დირექტორი ანზორ ქოქოლაძე, რომელმაც 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებების საფუძველზე თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.