ფოთის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, უკრაინული დროშის ქვეშ მცურავი გემის "აკორდის" კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო. "აკორდის" დაკავება 29 ივლისს მოხდა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ალექსანდრე დიკუსაროვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დაკავებული გემის ბორტზე 11 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა (უკრაინის მოქალაქეები) და კაპიტანი (რუსეთის მოქალაქე) - ხომალდს დონის როსტოვიდან სომხეთში ხორბალი მიქონდა. მისი მფლობელი უკრაინული კერძო კოპანიაა ისმაილიდან.
"29 ივლისს უკრაინის კონსული ბათუმში უკრაინელ მეზღვაურებს შეხვდა იმისათვის რათა მათთვის საჭირო დახმარება აღმოეჩინა. იმავე დღეს ეკიპაჟის ოთხ წევრს _ უკრაინის მოქალაქეებს წაეყენათ ბრალი აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის შესახებ მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების დარღვევის გათვალისწინებით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოქალაქეები გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ. სასამართლოს მიერ ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება გემის - როგორც დანაშაულის ჩადენის საშუალების კონფისკაციის შესახებ", _ განაცხადა დიკუსაროვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად გემი ფოთში სამხედრო-საზღვაო ბაზის აკვატორიაში იმყოფება, ხოლო ეკიპაჟის წევრები, უკრაინის 11 მოქალაქე გემის ბორტზე იმყოფებიან, ამასთან ერთად მათ ნაპირზე ჩამოსვლა შეზღუდული არ აქვთ.