ყალბი საბანკო ბარათების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ოსმან იაშარი, მურატ ჩიჩეკი და საქართველოს მოქალაქე სვეტლანა გუსეინოვა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, მათ თურქეთში შეძენილი ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებიდან პერიოდულად გამოჰქონდათ სხვადასხვა ოდენობის თანხები.
ს. გუსეინოვას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ყალბი პლასტიკური ბარათების ნაწილი, დანარჩენი კი - ო. იაშარსა და მ. ჩიჩეკს პირადად აღმოაჩნდათ.
წინასწარი გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები