გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო დავის დაწყება ფინანსთა სამინისტროს ინტერნეტ-პორტალის გამოყენებით შეუძლიათ. ნებისმიერი გადამხდელი, რომელიც სარგებლობს ელექტრონული დეკლარირების სისტემით, ელექტრონულ საჩივარს უკვე ინტერნეტით გააგზავნის. ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის დოკუმენტების ფოსტით ან პირადად წარდგენა.
ელექტრონული საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც სსიპ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ასევე - ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
წერილობით წარდგენილი საჩივრისგან განსხვავებით, ელექტრონული საჩივარი მომენტალურად ხვდება უშუალო შემსრულებელთან, რაც საჩივრის განხილვის ხანგრძლივობას ამცირებს. ამასთანავე, ახალი სერვისით მომჩივანი მობილურ ტელეფონზე იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მისი საჩივრის მიმდინარეობასა და საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
ფინანსთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ გადამხდელებისთვის ახალი მომსახურების გამოყენება კომფორტული იქნება და საგრძობლად შეამცირებს მათ დანახარჯებს.