ზუგდიდში 45 წლის ელგუჯა კვარაცხელიამ 14 წლის რომან კოკაია ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.
მოკლულის ოჯახის წევრების მტკიცებით, მკვლელობა ელგუჯა კვარაცხელიას მესამეკლასელი შვილისა და რომან კოკაიას შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კვარაცხელია, რომელიც მოკლულის მეზობლად ცხოვრობდა, მიიმალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.