29 წლის მამაკაცი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში დილის 09:00 საათისათვის მოხდა. სასწრაფო დახმარებამ ალბერტ არუთინოვი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ ჯერობით ორი ვერსიას განიხილავს _ უბედურ შემთხვევას და თვითმკვლელობას.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე, იქ სადაც ცხედარი აღმოაჩინეს იქვე ნაპოვნია სამზარეულოს დანა. სავარაუდოდ, გარდაცვლილს ამ დანით მიყენებული ჰქონდა ჭრილობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არუთინოვმა თავად მიაყენა თავის თავს დანით ჭრილობები და მოგვიანებით კი სარეცხის თოკებს დაეკიდა. მისი ოჯახის წევრები მის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა ამ დროს სარეცხის თოკები ჩაწყდა და მამაკაცი მეხუთე სართულიდან ჩავარდა.