რუსთავში ახმეტელის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 42 წლის იოსებ ტატურაშვილი დაჭრეს.
დამნაშავის ვინაობა ჯერ ჯერობით უცნობია.
ტატურაშვილს დანით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. თავდაპირველად დაშავებული რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში მიიყვანეს, რის შემდეგაც იგი კატასტროფის ცენტრის რეანომობილით თბილისში პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ექიმების განცხადებით დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.