მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია 159 განცხადების განხილვის შემდეგ, სასამართლოს 12 მსჯავრდებულის გათავისუფლების წარდგინებით მიმართავს, მათგან ერთ პატიმარს სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.
დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა მიზანს ვერ მიაღწია და მათ შესაძლებლობა ექნებათ 6 თვეში კომისიას კვლავ მიმართონ.
გარდა ამისა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის თავმჯდომარის გიორგი მაკასარაშვილისა და კომისიის მდივნის გაგა მკურნალიძის თავდებით, 2 მსჯავრდებული მოკლევადიანი შვებულებით ისარგებლებს, რაც ოჯახებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობას და რესოციალიზაციის პროცესს ემსახურება.