თბილისში, კანდელაკის ქუჩა #12-ში მდებარე სასაზღვრო პოლიციის შენობას ხანძარი გაუჩნდა. ხანძარი ელექტრო სადენების გაუმართავობამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა, ამ დროსითვის ცეცხლის კერა უკვე ლოკალიზებულია.
ცნობისათვის, ადგილზე 10-დე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.