ENG / RUS       12+

"პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის - გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის" - ნილ არმსტრონგი 

1969 წლის ივლისი. თითქმის 9 წელი გავიდა, რაც გაგარინმა და შეპარდმა კოსმოსის მტვერი „ჩაყლაპეს“. ამერიკის რიგით 35-ე პრეზიდენტი კი ინიციატივით გამოდის: “პირველად ისტორიაში, შეერთებული შტატების სახელით, მთვარეზე ადამიანი გაივლის!“.

16 ივლისს, 1969 წელს, აპოლო 11-ის ასტრონავტები ნილ არმსტრონგი(მისიის მეთაური), ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინსი მზად არიან კენედის აერონავტიკული ცენტრიდან 363 ფუტის სიგრძის რაკეტითა და 3.4 მილიონი კილოგრამი საწყისი ბიძგით გაემგზავრონ კოსმოსში და შექმნან ისტორიული პრეცედენტი - გაიარონ მთვარეზე.

16 ივლისი, 1969 წელი,აღმოსავლეთის დროით 9:32 წუთი, ძრავები ირთვება და ხომალდი დაახლოებით 12 წუთში დედამიწის ორბიტაზეა.

აპოლო 11 დედამიწის ორბიტას 1,5-ჯერ შემოუფრენს და მისია „ტრანსსამთვარეო შეღწევადობა“, ანუ „როგორც იქნა წავედით მთვარისკენ“ სტარტის ბრძანებას იღებს. 3 დღეში ხომალდი მთვარის ორბიტაზეა. ერთი დღის შემდეგ არმსტრონგი და ოლდრინი სამთვარეო მოდულ „არწივს“ ტოვებენ, შემდეგ კი ისტორიული ნაბიჯია - განცვიფრების და სიამაყის განცდა...


4:18 წუთი,  “ ჰიუსტონ, ბაზაზე სიმშვიდეა, არწივი მთვარეზე დაჯდა“ გადასცა რადიოსიხშირით არმსტრონგმა. პასუხმაც არ დააყოვნა - „ გასაგებია, უამრავი ადამიანი გავლურჯდით ამ პასუხის მოლოდინში, ახლა კი სუნთქვა შეგვიძლია“

22:56 წუთზე არმსტრონგი მზადაა რომ დააბიჯოს ფეხი მთვარეზე. ტელევიზიით ამ მოვლენას ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს, ის კიბიდან ჩამოდის და ყიჟინით ამცნობს სამყაროს : „პატარა ნაბიჯი ერთი ადამიანისთვის უდრის უდიდეს ნახტომს კაცობრიობისთვის “(დღეს ალბათ სიტყვა „ხალხობრიობას“ გამოიყენებდა- ავტორი).

ოლდრინი და არმსტრონგი 2,5 საათის განმავლობაში იკვლევენ ზედაპირს, აგროვებენ ნიმუშებს და იღებენ პირველ სურათებს მთვარეზე.

ყველაზე ამაღელვებელი მომენტი მაინც დროშისა და წარწერის დატოვებაა. „აქ, დედამიწელმა ადამიანებმა პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე, ჩვენ მოვედით მშვიდობიანი მისიით სრულიად სამყაროს კეთილდღეობისთვის - 1969 წელი“

24 ივლისს ხომალდი მშვიდობიანად ეშვება დედამიწაზე.

მისიის პირველ პრესკონფერენციაზე არმსტრონგმა განაცხადა რომ „ეს მოვლენა არის სამყაროს დროის ათვლის ახალი წერტილი“, კოლინსმა კი დაიტრაბახა, რომ ის მზადაა მარსზე მოგზაურობისთვის.

მომდევნო 3,5 წელში 10-მა ასტრონავტმა გაიზიარა არმსტრონგის გამოცდილება. ჯინ სერნანმა, რომელიც აპოლოს უკანასკნელ სამთვარეო მისიას ხელმძღვანელობდა, მთვარის ზედაპირი შემდეგი სიტყვებით დატოვა: „ ჩვენ ვტოვებთ აქაურობას იმ მოტივით, რისთვისაც მოვედით - შემოქმედის სურვილით. ჩვენ დავბრუნდებით მშვიდობით და მომავლის იმედით სრულიად სამყაროსა და კაცობრიობის კეთილდღეობისთვის“

"ჯი-ეიჩ-ენი" 

ავტორი: . .