11 წლის იოსებ ზამბახიძე ვირუსული მენინგიტის დიაგნოზით საჩხერის საავადმყოფოდან თბილისში გუშინ გადმოიყვანეს.
მოზარდი დედაქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში ქუთაისის კატასტროფის სამსახურის მანქანით გადმოიყვანეს. ბავშვს მაღალი ტემპერატურა, ღებინება და თავის ტკივილი აღენიშნება.
ექიმების განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.