საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პრობაციონერებმა შეწყალების წინ, ფილტრი სასჯელაღსრულების სამინისტროში უნდა გაიარონ, რადგან სააკაშვილის თქმით, შესაძლოა "ვიღაცამ ერთ უწყებაში ჩააწყოს, ვიღაცამ ადმინისტრაციაში, ან საერთოდ ეკლესიაში წვიდეს და რომელიმე ერთ კონკრეტულ მეუფეს სთხოვოს სიაში ჩაწერა". ამის შესახებ პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
სააკაშვილის განმარტებით, კალმახელიძის უწყებაში ყველაზე უკეთ იციან, თუ ვინ იმსახურებს შეწყალებას და ვინ არა.
"მივესალმები მინისტრის ინიციატივას, შეწყალების წინ მათ ფილტრი სამინისტროში გაიარონ, რადგან შეიძლება ვიღაცამ ერთ უწყებაში ჩააწყოს, ვიღაცამ ადმინისტრაციაში, ან საერთოდ ეკლესიაში წვიდა და რომელიმე ერთ კონკრეტულ მეუფეს სთხოვა სიაში ჩაწერა, ამიტომ ყველას უნდა მოუსმინოთ, მაგრამ თქვენზე უკეთესად არავინ არ იცის ვინ იმსახურებს ამას", - განაცხადა პრეზიდენტმა.