ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის, წერეთლის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისში დააკავეს 21 წლის, ბაქარ კოხოძე, რომელმაც 21 ივლისს ქ.თბილისში, წერეთლის გამზირზე, #95-ში მდებარე'"ჯეოსელის"'ოფისიდან მოიპარა 7 ცალი მობილური ტელეფონი. ნივთმტკიცება ამოღებულია.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ''ა'' და ''ბ'' პუნქტებით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო.