წუხელ პანტიანის ტბაზე უბედური შემთხვევა მოხდა. აზერბაიჯანელი სპორტსმენი მიქაელ ორჯოვი ტბაში დაიხრჩო.
უბედური შემთხვევა დმანისში წუხელ მოხდა.
პანტიანის ტბაში აზერბაიჯანის მოქალაქე, ევროპის ჩემპიონი ~სამბო~- ში, 16 წლის მიქაელ ორჯოვი დაიხრჩო.
მიქაელ ორჯოვი საქართველო-აზრებაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სპორტსმენი ორ მეგობართან ერთად ტბაზე წავიდა და მისი გადაცურვა სცადა.
მიქაელ ორჯოვი მაშველებმა ორ საათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. სპორტსმენს აზერბაიჯანში დღესვე გადაასვენებენ. ორჯოვის მეგობრების განცხადებით, ისინი მეგობრის დასახმარებლად ტბაში შევიდნენ, თუმცა სპორტსმენი ვეღარ იპოვნეს.