საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრების მისამართით უკმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ ხელისუფლებაში "კვერის დამკვრელები" არ სჭირდება. სააკაშვილს მოძრავი, იდეებით და ენთუზიაზმით სავსე მოხელეები უნდა. და ზოგს მიაგნო კიდეც. პრეზიდენტი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი მინისტრით ძალიან კმაყოფილია. ვერა ქობალია მან ისეთივე სიამაყით წარადგინა, როგორც რამდენიმე თვის წინ, ქობალიას წინამორბედები. ჩვენ ამჯერადაც უნდა დავიჯეროთ, რომ ახალი მინისტრი სწორედ ის კადრია, რომელმაც ქვეყანის ეკონომიკის აყვავება უნდა შეძლოს.
ტრადიციად ქცეული საკადრო ცვლილებების შემდეგ, ქობალიამ საქართველოში გაბატონებული ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია შენიშნა _ `ქვეყანაში, რომელშიც ყველა სფერო ფეხზეა დასაყენებელი ბიზნესმენს 12.00 საათამდე არ უნდა ეძინოს და 9.00 საათზე დანიშნული შეხვედრა მისთვის ძალიან ადრე არ უნდა იყოს.~ სხვათაშორის, ეს შენიშვნა სხვა სფეროებსაც შეიძლება შეეხოს, მაგალითად: საბანკო სექტორს, საჯარო სამსახურებს, სავაჭრო ობიექტებს, სილამაზის სალონებსაც კი და ასე შემდეგ.
როგორც ქობალიამ თქვა, საქართველოში სამსახურის შოვნა გამინისტრებამდეც სცადა და კანადიდან რამდენჯერმე CV-იც კი გამოაგზავნა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. თუმცა, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის უინტერესო არ იქნებოდა, ქალბატონ მინისტრს ის სამსახურებიც დაესახელებინა, რომლებმაც მის პერსონას უარი უთხრეს. ეს ისე, სხვათაშორის, მხოლოდ იმისთვის, რომ ამბავი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, თორემ ამ ქვეყანაში ადამიანები ისედაც ყველაფერს ადვილად იჯერებენ, რადგან მათ ფიქრი არ შეუძლიათ. და ვისაც ფიქრი არ შეუძლია, ვერც გამოცდილებას იძენს. ისე, თუ ვინმე მაინც შეეცდება და კარგად დაფიქრდება, აუცილებლად გაახსენდება პრეზიდენტისგან რამდენჯერ მოუსმენია, რომ: საჯარო სამსახურში მოხელის დასაქმების საფუძველი პროფესიონალიზმი უნდა იყოს და არა ნათესაურ-მეგობრული კავშირები. სხვათაშორის, პრეზიდენტის ნათქვამს შეიძლება ერთიც დაემატოს _ არც მხოლოდ პარტიული ნიშნით დაწინაურებაა სამართლიანი. თუმცა, სააკაშვილმა განსხვავებული აზრის გამოთქმა და კამათი აკრძალა _ `ნურავინ შეეცდება იმის ახსნას, საქმე რატომ არ კეთდება, ასეთი ადამიანების ადგილი ჩემს გვერდით არ არის.~
რა თვისებების მქონე მოხელის ადგილია საქართველოს პრეზიდენტის გვერდით? ყვარელში გამართულმა მთავრობის სხდომამ ნათლად წარმოაჩინა, რომ შუა საუკუნეების იმპერატორს კარის მასხარებიც კი სახალხოდ მიყენებული შეურაცხყოფისთვის ისე არ დაუხრიდნენ თავს, როგორც ეს 21-ე საუკუნის მინისტრებმა შეძლეს.
სხვათაშორის, თუკი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მართლაც ერთი გუნდის წევრები მოვიდნენ რომლებსაც ღირსეული მიზნები აქვთ, ცუდი არ იქნება პრობლემებს კამერების გარეშე მოაგვარონ. ბოლოს და ბოლოს იმავე მინისტრებს სამსახურებში ხელქვეითები ჰყავთ და უფროსს მათ თვალში ღირსება უნდა ჰქონდეს.
ალბათ, არ არსებობს დისციპლინა ეთიკის გარეშე და ცხადია პოლიტიკაც ასევეა. ყვარელში გამართული მთავრობის სხდომა ეთიკის ყველანაირი ნორმის დარღვევის ნიმუში იყო. პრეზიდენტის ქცევის შემდეგ, დაფიქრების და კამათის გარეშეც ნათელია, ქვეყანაში საქმე მართლაც რატომ ვერ კეთდება, სახელმწიფო სამსახურებში პროფესიონალები რატომ ვერ ხვდებიან, ან თუ ხვდებიან დიდხანს რატომ ვერ ჩერდებიან.
საქართველოში ძალიან მძიმე რეალობაა, რასაც კიდევ უფრო მეტად ის ამძიმებს, რომ ძნელი გასარკვევია წვლილი ვინ როგორ შეიტანოს მის გაუმჯობესებაში. მითუმეტეს, როცა ხელისუფლებას ოპოზიაციაც შეკრული და გარიგებული ჰყავს.
ეკა აბრამიშვილი

ავტორი: . .