მილანში გამართულ Elite Model Look World 2017-ის მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებად 15 წლის ვალერია ჩენსკაია რუსეთიდან და 18 წლის ანტონიო ფრეიტასი ბრაზილიიდან დასახელდნენ.
კონკურსში Elite Model Look World 2017-ში საქართველოდან წელს მსოფლიო ფინალზე საბა ჭანუყვაძე და ანა ფურცხვანიძე მონაწილეობდნენ.
Elite World გახლავთ მსოფლიოს წამყვანი მოდელ მენეჯმენტის კომპანია, რომელიც ყოველწლიურად ირჩევს მსოფლიოს საუკეთესო დამწყებ მოდელებს. წელს ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები: Anne Catherine Lacroix, Natasa Vojnovic, Mark Vanderloo, Tony Ward, Giampaolo Sgura and Lorenzo Serafini, ჯიურის თავმჯდომარე გახლდათ Elite Management-ის პრეზიდენტი Vick Mihaci.
“Elite Model Look”-ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, პროფესიული სამოდელო კონკურსი, რომელიც აძლევს დამწყებ მოდელებს უნიკალურ შესაძლებლობას გახდნენ მსოფლიო მოვლენის მონაწილენი და დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან: ლინდა ევენგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.
“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს პროფესიული სამოდელო კარიერა საქართველოში გაცნობებთ, რომ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის “Elite Model Look Georgia 2018” მონაწილეთა უფასო რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ოფისში და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ წლის განმავლობაში მიმართონ ღონისძიების ორგანიზატორებს ნიკო ნიკოლაძის N6-ში.