ბოლნისში, 23 წლის ლევან გამყრელიძე სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მეზობელ ფოლადაშვილებს ადანაშაულებენ.
მათი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი ძალადობა გახდა, რის გამოც ახალგაზრდამ თავი მოიკლა. ოჯახის წევრთა განცხადებით, ლევან გამყრელიძე, მეზობელ გოგონასთან შელაპარაკების გამო, სახლიდან მეზობელმა ფოლადაშვილებმა გაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სახლში დაბრუნებულმა კი თავი ჩამოიხრჩო. ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს.
გარდაცვლილს შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ. მომხდარზე კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც ბოლნისის რაიონული პროკურატურა იძიებს.