განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ღირებულების პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრმლებმა დააკავეს შპს "გიორგი-ლაშას" დირექტორი მადონა თურმანიძე, შპს "დორო+"-ის დირექტორი როსტომ დონაძე და საქართველოს მოქალაქეები: რომან ფაჩულია, კობა მაისურაძე და ფრიდონ აბესაძე.
აგრეთვე დაკავებულია დოკუმენტაციის გაყალბებაში ეჭვმიტანილთა მეორე ჯგუფის წევრები: ვასილ ქველიძე და ზურაბ ბოჭორიშვილი.
სამართალდამცველთა მონაცემებით, ორივე ჯგუფის მიერ ინდივიდულური მოქმედების შედეგად დამზადებულია ყალბი სასაქონლო ზედნადებები დაახლოებით 200 000 ლარის ღირებულების პროდუქციაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვლოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
ქველიძე და ბოჭორიშვილი კი სხვა ინდ.მეწარმის სახელით მოქმედებდნენ და მისი სახელით ახდენდნენ ყალბი ზედნადებების დამზადება-გასაღებას. მათი ე. წ. „გასამრჯელო" ყალბ დოკუმენტაციაში მითითებული თანხის 12 %-ს შეადგენდა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ორგანიზებული ჯგუფის წევრები უშუალოდ თანხის მიღების დროს დააკავეს.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.