ENG / RUS       12+

ტაბუდადებული "დავით გარეჯი"

საქართველოს მთავარი ამოცანა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაა და მთელი ძალისხმევაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. ამ მიმართულებით ხელისუფლების ყველა წინგადადგმულ ნაბიჯს, მჯერა, საქართველოს ყველა მოქალაქე მიესალმება. სიმართლეს ვიტყვი და ბოლო დროს, საქართველოში დასვლელი მაღალჩინოსნების ვიზიტმა ცოტა იმედიც კი ჩამისახა. თუმცა ამას ვერ ვიტყვი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შედეგებზე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ორ ქვეყანს მხოლოდ ნავთობის სექტორი და აწ გარადცვლილი ჰეიდარ ალიევის "ჭკვიანური გათვლა" აკავშირებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის სახით, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა თქვა. თითქოს ორ ქვეყანას შორის სხვა პრობლემებთან ერთად არ არსებობდეს ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია.

მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებმა ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე უამრავ საკითხე ისაუბრეს და ორივე პრეზიდენტმა მხოლოდ ერთმანეთის ქვეყნები შეაქეს - როგორ დამშვენებულა ბათუმი და როგორ დღითიდღე ყვავდება აზერბაიჯანი.

ველოდი, ერთ განცხადებას მაინც გააკეთებდნენ მინიშნებით მაინც, ამ ჰაერში გამოკიდებულ "დავით გარეჯის სამონასტრო კომპლესის" საკითხზე. დამოუკიდებელ ქართულ მედიას ეს "არ გახსენებია" და ცხადია, აზერბაიჯანული მედია ამ კითხვას არ დასვამდა - მათ იციან, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლია და ახლა თავად არიან სამართალმემკვიდრეები.

ტაბუდადებულ "დავით გარეჯის" საკითხზე ხელისუფლება დუმს და ყოველგვარი კომეტარისაგან თავს იკავებს. თავშეკავების მიზეზი კი ისეთივე აუხსნელია, როგორც თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის საკითხი, რომელიც დღემდე გაურკვეველია ქართული წარმოშობისაა თუ სომხური. დღემდე არკვევენ ვის ვინ მიჰყიდა რის ფასად და ა.შ.

სხვათა შორის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შევიტყვე, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დავით ჯალაღანიასა და ხალაფ ხალაფოვის კონსულტაციები გაიმართა. ორივე მათგანი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელები არიან. ამავე შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, მიმდინარე წლის სექტემბერში აღნიშნული სახელმწიფო კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების შესახებ.

კომისია 1999 წლიდან მუშაობს და მხარეებმა სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ 65 % -ის შეთანხმება შეძლეს და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეხვედრა უშედეგოდ სრულდება.
საქართველო აზერბაიჯანის შვიდ რაიონს ესაზღვრება - კაზახსკი, აგსტაფინსკი, ტოვუზსკი, სამუხსკი, კახსკი (კახი), ბაქალანსკი (ბელაქანი), ზაგატალსკი (ზაქათალა). ხაზის სიგრძე 480 კილომეტრია.

რადგან ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ აზერბაიჯანუკლმა მხარემ გაავრცელა, "საკითხის გადაუწყვეტელობის" მათ ვარიანტს დავასახელებ. აზერბაიჯანის ის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის გადაუწყვეტელობა ამდენი ხანი, სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ და რელიგიურ ღირშესანიშნაობის - დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა დაკავშირებული. სამონასტრო კომპლექსი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით - 60 კილომეტრში მდებარეობს. მთავარ მონასტრად ითვლება ლავრა წმინდა დავითისა, რომელიც მთის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, სწორედ ეს მთა ჰყოფს საქართველოსა და აზერბაიჯანს.
აზერბაიჯანის მიწისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ გარიბ მამედოვმა კი განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე _ კეშიკჩის გორაზე განლაგებული მონასტერი ალბანური წარმოშობისაა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი, რომელიც ამავე დროს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტარიზაციის კომისიის თანათავმჯდომარეა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ალბანეთის ისტორიული ძეგლის _ "კიშექჩის" სახელით მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი კუთვნილების საკითხი სადავოა. იგი ჯერ კიდევ 2007 წელს აცხადებდა, რომ კომისიის სხდომებზე ქართულ მხარეს დავით გარეჯის კუთვნილებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ საკითხი არასოდეს დაუყენებია.

"ალბანური ძეგლის თემა სადავო საკითხია, თუმცა კომისიის ფუნქციაა 1განისაზღვროს მონაკვეთი, სადაც უნდა გაიაროს საზღვარმა, რომელიც ორ ქვეყანას გაყოფს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს კომისიის კომპეტენციაში არ შედის", - განაცხადა ხალაფოვმა.

ორი ქვეყნის ურთიერთობის ამ ყველაზე დელიკატური საკითხით 2007 წელს ოპოზიციაც დაინტერესდა და ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილი რამდენჯერმე ჩავიდნა დავით-გარეჯში. მე რე კი როგორც ხდება ხოლმე, დავით გარეჯის პრობლემები აღარავის გახსენებია. უფრო მეტიც, მაშინდელი ოპოზიციური გაერთიანების, "დემოკრატიული ფრონტის" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებდა, რომ დავით გარეჯის შესახებ არსებულ მასალებს, რომელიც 1918 წლიდან მოყოლებული ორი ქვეყნის ყველა დოკუმენტურ მასალას შეიცავს, დემოკრატიული ფრონტის იურისტები სწავლობენო. მას შემდეგ სამ წელზე ცოტა მეტი გავიდა, თუმცა ახლა თუ მოვიკითხავთ გვტყვიან "დემოკრატიული ფრონტი" აღარ არსებობს და ცხადია, ეს საკითხიც ჰაერში იქნება დარჩენილი.

ერთი სიტყვით, აყვავებული ბაქო-ბათუმის, მართლაც სამაგალითო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერობების ფონზე დავით გარეჯი არავის ახსოვს, ან თუ ახსოვს მასზე არავინ საუბრობს. სახელმწიფოთაშორისო ურთიერობებში კულუარული პოლიტიკა ნამდვილად გასაგები და ზოგჯერ იძულებით მისაღებია. თუნდაც იმიტომ, რომ გვეტყვიან მიმდინარეობს მოლაარაკებებიო. დაძინებული ოპოზიციური პოლიტბიზნესმენებისთვის მხოლოდ რეინტინგული-წინასაარჩევნო თემა, რომლიც აუცილებლად ჩოხა-ახალუხში ჩაცმულმა უნდა გაახმოვანო. ახლა კი ზაფხულია, ზაფხულს კი სიშიშვლე უხდება. შიშველი რეალობა კი ამ შემთხვევაში არასახარბიელოდ გამოიყურება.


"ჯი-ეიჩ-ენი", თემურ ჭუმბურიძე

ავტორი: . .