დღეს, 19 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მილერი ხარებავა ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული 8 პირის პროცესს განაახლებს.
სხდომაზე ~კავკასიის~ თანამშრომლების დავით აქუბარდია, ნინო ჯანგირაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ შოთა აფხაიძეს, რატი მაისურაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს და ჯაბა გურჩიანს
მათ ბრალი ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ხულიგნობაში, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ტელეკომპანია ~კავკასიაში~ ინციდენტი 7 მაისს მოხდა.