ხვალ, 19 ივლისს, 14:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში კენტ ლოგსდონი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზს გახსნიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩიოდან აცნობეს, დარბაზი დაფინანსებულია აშშ-ს მთავრობის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მონაწილეობით.
ნაფიც მსაჯულთა კიდევ ერთი იმიტირებული სასამართლო დარბაზი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამა წლის 19 აპრილს გაიხსნა. ეს ორი დარბაზი პოლიციელებსა და პროკურორებს საშუალებას მისცემს, მოხდეს ჩვენების ჩაწერა, გაანალიზება და შეფასება, რათა ისინი უკეთ მომზადებული მივიდნენ სასამართლო დარბაზში ნაფიც მსაჯულთა წინაშე მტკიცებულების წარსადგენად.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო დარბაზი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის სასამართლო უნარჩვევების პროგრამის ნაწილია. პოლიციის აკადემია მას სასამართლო უნარ-ჩვევებში პოლიციელთა მოსამზადებლად გამოიყენებს.
იმიტირებული სასამართლოს დარბაზის აშენებისა და აღჭურვისთვის აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკულმა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ A41,000 აშშ დოლარი გამოყო.
საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის ძალითაც მსაჯულთა პირველი სასამართლო თბილისში შეიქმნება, 2010 წლის ოქტომბერში შევა ძალაში.