თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თბილისის ზღვის ასასვლელში მანქანა ფეხის მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
შეჯახების შემდეგ "მერსედესის" ტიპის ჯიპი საპირისპირო მონაკვეთზე გადავიდა და მანქანას შეჯახა. ავარიის შედეგად მანქანაში მყოფი ოთხი თვის ბავშვი დაშავდა. ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.