სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში, დღეს რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. სააგენტო „რესი“ ბიბილოვის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეები განიხილავენ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების საკითხებს და რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებს.
ამავე სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ბიბილოვისა და პუტინის წინა შეხვედრა 2017 წლის მაისში, სოჭში გაიმართა.