ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, 1987 წ.დ ლევან მაისურაძე, რომელიც ბრალდებულია 2007 წლის 20 იანვარს, ქ.თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წ.დ უჩა კორძახიას მკვლელობაში.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველო.