პეტრე-პავლეს სასაფლაოზე განხორციელებული კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს თბილისში პეტრე-პავლეს სასაფლაოს დირექტორი გიორგი მენაბდიშვილი და ამავე სასაფლაოს თანამშრომელი დავით ხატიაშვილი, რომლებმაც ერთ-ერთ მოქალაქეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ადგილის გამოყოფის სანაცვლოდ 1500 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო ოფიციალური დოკუმენტი მხოლოდ 112 ლარზე გამოუწერეს.
სამართალდამცველებმა ორივე ეჭშვმიტანილი უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.