საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ჩამოყალიბდა რეკეტიორთა ჯგუფი და შსს-ს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პარალმენტის რიგგარეშე სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, "სითიპარკთან" მერიამ მიაღწია შეთანხმებას, რომ ქალაქში მანქანების გაჩერებისათვის განსაზღვრულიყო წლიური ერთჯერადი გადასახადი და შესაბამისად მანქანის გაჩერებისათვის თუ პირს აღნიშნული მოსაკრებელი გადახდილი აქვს დამატებითი არანაირი თანხის გადახდა არ არის საჭირო.
ლორთქიფანიძის თქმით, ავტოსადგომზე მომუშავე პირები ნებაყოფლობით აგრძელებენ მუშაობას შემოწირულობების მოგროვებისათვის, რასაც მათ მძღოლები საკუთარი სურვილით აძლევენ.
ლორთქიფანიძის, თქმით პრობელმა ის არის რომ "თბილისში ჩამოყალიბდა რეკეტიორთა ჯგუფი, ვინც ამ ადამიანებს არეკეტებს და მოწყალებით მოგროვილ ფულს ართმევს", - აცხადებს ლორთქიფანიძე და შსს-ს მოუწოდებს დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დროულად მოხდეს ამ საკითხის შესწავლა.