უკრაინის საფეხბურთო კლუბი დონეცკის "მეტალურგი" საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და გიორგი დემეტრაძის თავდებით გათავისუფლებას სთხოვს.
წერილში აღნიშნულია, რომ დონეცკის "მეტალურგი" უკრაინის წამყვანი საფეხბურთო კლუბია, რომლის რიგებშიც სხვადასხვა წლებში მრავალი სახელგანთქმული ფეხბურთელი და მწვრთნელი ირიცხებოდა, მათ შორის "ერთ-ერთია თავმდამსხმელი გიორგი დემეტრაძე, რომელმაც კლუბთან ერთად უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადხა საუკეთესო ბომბარდირი და უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის "ოქროს ბუცის" მფლობელი".
"მაგრამ გიორგი დემატრაძე არის არა მხოლოდ ბრწინვალე ფეხბურთელი, არამედ ბრწყინვალე ადამიანი", _ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს კლუბის გენერალური დირექტორი ევგენი გაიდუკი აწერს.
წერილში დემატრაძე ხასიათდება, როგორც დადებითი პიროვნება, რომელიც კლუბის წევრებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
"კლუბის წევრებისთვის მოულოდნელი იყო საშინელი ამბავი 8 ივლისს გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ და მით უფრო საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის თავდებში გათავისუფლებზე უარის თქმის თაობაზე. კლუბის ფეხბურთელები დათტანმშრომლები მიიჩნევენ, რომ იგი გარემოების მსხვერპლია", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
იქვე კლყბი ფინანსური და სხვა სახის გარანტიებით თავდებში უდგება გიორგი დემატრაძეს და მისთვის თავისუფლების აღკვეთის გირაოთი შეცვლას ითხოვს.
"საფეხბურთო კლუბი "მეტალურიგი" მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი გარანტია, მათ შორის ფინანსური, გიორგი დემეტრაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად თავდებში გამოშვების შესახებ", _ აღნიშნულია წერილში.
კლუბი საქართველოს აღნიშნული საკითხისადმი პრეზიდენტის გულისხმიერების იმედს იტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე დააკავეს. სამართალდამცავები მას ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. დაკავებულია კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და კახა მისირელი. საქმეში ფიგურირებს კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც. თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი დემეტრაძეს 8 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.