. კომის უს-ვიმის რაიონის ქალაქ მიკუნის საერთო რეჟიმის გამასწორებელ #31-ე კოლონიაში განსასჯელი გიორგი მანაგაძე იგივე "გია ქუთაისკი" გარდაიცვალა.
კომის მიმართულების სასჯელაღსრულების ფედერალური სამმართველოს სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით 40 წლის მსჯავრდებული კრიმინალურ სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი იყო და ე.წ. კანონიერი ქურდის ტიტულს ატარებდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, მანაგაძეს ძალადობრივი გარდაცვალების კვალი არ ეტყობა. მედიკოსები კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მანაგაძე გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობითა და არტერიის მწვავე ტრომბოზით გარდაიცვალა.
მანაგაძე, ზედმეტსახელად "გია ქუთაისკი" ადრე არაერთგზის იყო ნასამართლევი. იგი 2008 წელს დააკავეს მოსკოვის ოლქში გამართულ ქურდული შეკრების დროს.
მანაგაძეს საქართველოში იძულებით დეპორტაცია მიუსაჯეს და მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, საიდანაც გაიქცა და მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა. დაკავებისას მანაგაძის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს იქ "კალაშნოკოვის ავტომატი" და ნარკოტიკები აღმოჩნდა.
2009 წლის ნოემბერში მოსკოვს ოლქის ვინდოვსკის საქალაქო სასამართლომ გია ქუთაისკის იარაღის უკანონო ტარება, შენახვა, შეძენა, გადაზიდვისათვის 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.