დოლიძის ქუჩაზე, 22 წლის, სანდრო ჩანტლაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებულის მეზობლების განცხადებით, შემთხვევის მიზეზი გახდა 12 ივლისს, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მეზობლების განცხადებით, სანდრო ჩანტლაძე მათ გაშველებას ცდილობდა. რაზედაც პასუხი გუშინ ღამით მოსთხოვეს. მეზობლების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
ინციდენტის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.