15 ივლისიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სარწყავი წყლის ქურდობის გამო ჯარიმების გადახდას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, სარწყავი წყლის განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის უკანონო მოხმარება ფიზიკური პირს 250, ხოლო იურიდიული პირს 500 ლარი დაუჯდება. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმები ორმაგდება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილება პარლამენტმა 2009 წლის შემოდგომაზე შეიტანა. როგორც გაირკვა, ერთი ჰექტარი ნიადაგის მორწყვისთვის დაწესებული გადასახადი გლეხებისთვის წელიწადში 70 ლარია.