იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 13 ივლისს, სასტუმრო რადისონში შეხვედრა გაიმართა, რომელიც სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის პოპულარიზაციის პროექტის განხილვას მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოების წარმომადგენლები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები.
შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა და მან ახალი საპროცესო კოდექსის მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე ისაუბრა. დონორმა ორგანიზაციებმა კი საპროცესო კოდექსის საინფორმაციო მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ძალაში მიმდინარე წელს შევა და ის არაერთ ნოვაციას ითვალისიწნებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად უკვე დაგეგმა და განახორციელა არაერთი აქტივობა ამ სიახლეების იმპლემენტაციის მიზნით.