კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების შედეგად თბილისში მოქმედი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კონსტიტუციური დეპარტამენტის უფროსმა სოსო თოფურიძემ განაცხადა, დაკავებულები არიან ალექსანდრე მუჩიაური, მალხაზ წერეთელი და კახაბერ ბუჩუკური, რომლებმაც ქურდული სამყაროს სახლით, დაშინებით, მუქარით და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით მეწარმე აიძულეს, მათ სასარგებლოდ ისანისი რაიონში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობის წილი დაეთმო.
გამოძიებას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.