სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პარლამენტის წინაშე ანგარიშით წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარდგენის ინიციატივას მხარს უჭერს. ტუღუშის პოზიცია დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნის საპასუხოდ გაახმოვანა.
პარლამენტი დღეს "სახალხო დამცველის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავს, რომელსაც "ქართული დასის" ლიდერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე თავად ტუღუშის პოზიციის დღემდე უცნობია.
კანონპროექტი სახალხო დამცველის უფლებების გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ , კი მას უფლება ეძლევა თანამდებობის პირების გარდა სხვა მოხელეებიც დაკითხოს და სისხლის სამართლის დევნის დაწყება და ა.შ. მოითხოვოს. ასევე სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარუდგენს, მაშინ როცა მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ომბუდსმენის მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდის.
თუმცა, როგორც გია არსენიშვილმა განაცხადა, "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს თავად ტუღუში დეტალურად იცნობს და მხარსაც უჭერს.
"ძველი სახალხო დამცველიც კი მიიჩნევდა, რომ ანგარიში პარლამენტში წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა შესულიყო, რადგან დაუშვებელია, ომბუდსმენის აპარატი ყოველ ექვს თვეში ერთხელ ანგარიშის მომზადებით იყოს დაკავებული", - აცხადებს არსენიშვილი.