პარლამენტში ე.წ. "მაზავშიკებთან~ დაკავშირებით სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც `მაზავშიკების~ უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმებს შეიმუშავებს.
ეს საკითხი დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დააყენა და ამ პროცესში მთავარ პროკურატურას აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, არსებული კანონმდებლობა ე.წ. "მაზავშიკების~ უკანონო საქმიანობასთან მიმართებაში სრულიად არასაკმარისია. კერძოდ კი, დაწესებული სასჯელის ოდენობა საკმაოდ დაბალია და იგი "მაზავშიკების~ მოქმედებით გამოწვეულ შედეგებს არ შეესაბამება.
"შედეგები კი შემდეგნარია - სწორედ ე.წ. "მაზების~ გამო ერთი თვის განმავლობაში ოთხმა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა~, - განაცხადა დლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანაძის ინიციატივას მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც დაუჭირა. თუმცა, ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის საკითხი ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა.