ქუთაისში 7 ივლისს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 17 წლის დაბადებული ნიკა ჩხობაძე, 15 წლის ლევან მამაგეიშვილი, 17 წლის ვალერი ზურაბაშვილი და 19 წლის შოთა კუპრაშვილი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, 2010 წლის 7 ივლისს, ქ. ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 17 წკუს ნიკა ხურციძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში.
აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით ასევე დაკავებულია, 16 წლის ბექა ჩხობაძე.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.