ხვალ, 13 ივლისს, 09:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში", სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი, ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პრესსამსახურის ინფორმაციით, მაიკლ იენსენსა დაკასტრიოტ ისლამს ეკა ბესელია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას გააცნობს და წარუდგენს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აღიარებული პოლიტპატიმრების სიას.