ყარაჩაი-ჩერქეზეთის მალოკარაჩაევსკოეს რაიონში მილიციელის ცხედარი იპოვეს. გვამს გულმკერდის არეში ბასრი საგნით მრავალრიცხოვანნი ჭრილობები აქვს მიყენებული. ინფორმაციას ამის შესახებ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მიმართულებაზე მომუშავე რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გარდაცვლილი მილიციონერი 27 წლის ხუსეი ჩეკუევია. იგი დროებითი დაკავების იზოლატორში მუშაობდა. ჩეკუევი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზეა გარდაცვლილი.
გამოძიების ინფორმაციით, მილიციის უფროსი სერჟანტი მკვლელობის დღეს სამსახურში არ იმყოფებოდა და იგი სამოქალაქო ტანისამოსში იყო ჩაცმული.
აღნიშნულ ფაქტზე "მკვლელობის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.