ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ხორცპროდუქტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს შპს „კოლაგის" მფლობელი და დირექტორი ჯონი მინდორაშვილი, რომელიც თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ყოველეგვარი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დარღვევით ამზადებდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტებს: შებოლილ ძეხვეულს, ნეკნებს, ქათმის ბარკლებს და ა.შ.
შპს „კოლაგის" მიწერ წამოეულ პროდუქციაზე ჩატარდა ქიმიურ-ლაბორატირიული ექპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროდუქციის მიღება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯამნრთელობას.
სამართალდამცველებმა კუსტარული საწარმო დახურეს და ფალსიფიცირებული პროდუქცია სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.