რესპოდენტის შესახებ
„რა ნაბიჯებიც მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, აბსოლუტურად გამართლებული და სამართლებრივად ლეგალურია“, - ასე შეაფასა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ფაქტი.
_ ბოლო თვეების განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, რა ნაბიჯებსაც უკრაინის ხელისუფლება დგამს და რა განცხადებებსაც ქართული ხელისუფლება აკეთებს, ცხადია რომ პრომოშენკოს თბილისში ვიზიტისას, ბიძინასა და მას შორის, რაღაც გარიგებას ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ, 2015 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას ანიჭებდნენ, ქართულმა მხარემ მისი საქართველოში ექსტრადირება მოითხოვა, რაზეც, უკრაინულმა პროკურატურამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მის მიმართ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.
2017 წელს, პრომოშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა იმ მოტივაციით, თითქოს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების პერიოდში, საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებირივი დევნა მიმდინარეობდა. ეს აბსურდია, რადგან 2015 წელს, ქართულ მხარეს, მის ექსტრადირებაზე უარი თვითონ უთხრეს. ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები ერთადერთს ცხადყოფს - უკრაინის ხელისუფლება, როგორც მანამდე, საქართველოს ხელისუფლება, სამართლებრივი სივრციდან აბსოლუტურად გასულია. ისინი პოლიტიკური მოტივებით მოქმედებენ ოპონენტის დევნის მიზნებით.
რა ნაბიჯებიც მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, აბსოლუტურად გამართლებული და სამართლებრივად ლეგალურია.
- უკრაინის საზღვრის კვეთას გულისხმობთ?
_ უკრაინაში შესვლას... პრომოშენკოს ხელისუფლება პრვოკაციაზე მიდიოდა. სააკშვილმა საზღვრის იმ მხრიდან შესვლაზე უარი განცხადა. ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ პოლონეთიდან მატარებელი არ დაძრულიყო, ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიდნენ. ეს ცალსახად, უკანონო გადაწყვეტილება იყო... საკაშვილს უკრაინაში გააჩნია საცხოვრებელი სახლი, მას მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ ჩამოართვეს.
სააკაშვილის მხრიდან აბოსლუტურად სწორი ნაბიჯები იქნა გადადგმული. მოქალაქეობა მას პრომოშონკოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე არ აქვს. სააკაშვილს სასამართლოში ნორმალურად საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა წაართვეს. მან ეს შესაძლებლობა ამ ბრძოლით მოიპოვა.
- რას ვარაუდობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინული მხარე, დააპატიმრებენ სააკაშვილს?
_ მოვლენები როგორ განვითარდება, ეს არ ვიცი და ვერც ვარაუდებს გამოვთქვამ. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის საქმე, რაც სამართლიანი, სწორია, ბოლომდე წარმატებით მივა.
- დღეს თუ გქონდათ სააკაშვილთან კომუნიკაცია და რა მოლოდინი აქვს თავად?
_ არა, მასთან არ მისაუბრია.
- თუ მას დააკავებენ, როგორ მოხდება მისი ექსტრადიციის საკითხი, სამართლებრივად რა გზები უნდა გაიაროს?
_ ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებ, დაველოდოთ, რა მოხდება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, მიხეილ საკაშვილი საქართველოში არ ჩამოვიდეს. ამის დამადასტურებელი იყო, მღებრიშვილის საუბარი ცნობილ რუს სატელეფონო ხულიგანთან, სადაც ის ფაქტობრივად იხვეწებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართვველოში არ ჩამოსულიყო. მღებრიშვილის წარმოდგენით, ის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრებოდა.
ამის შემდეგ პროკურატურის განცხადება, რომ მათ ხელახლა მიმართეს სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, მერე კი განაცხადეს, ჩვენ არ მიგვიმართავს, უბრალოდ, უკრაინელებმა გვკითხეს და დავუდატსურეთო, ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დაბნეულები არიან და რა ნაბიჯების გადადგმა უნდათ, საერთოდ არ იციან. აქედან გამომდინარე, არ ვვარაუდობ, რომ საკააშვილის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდება.
- იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურას 4 საქმეზე უნდა გასცეს პასუხი..
_ ეს ადამიანი უამრავ სისულელეს ამბობს. ეს საქმეები, რაზეც ის საუბრობს, 4 წელია, სასამართლოშია და არცერთზე დამდგარა განაჩენი. ამ ბრალდებებზე სერიოზული პასუხის გაცემა, მე მგონი უხერხულია.
ერთი საქმე შეეხება სააკაშვილის მიერ სამხედრო პირებისთვის სასჯელის განახევრებას. ამ სახედრო პირებს შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც გვირგვლიანის საქმეში იყვნენ ბრალდებულები. თუმცა, ამ ადამიანებს სასჯელი გაუნახევრდათ, არ გათავისუფლებულან. ისინი სასამართლო გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ. ეს მოსამართლეები დღესაც მოსამართლეები არიან. ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. არსად, არცერთ ქვეყანაში, პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების გამო არ ედავებიან.
მეორე საქმე სრულიად კომიკური და სამარცხვინოა. პიჯაკების შეძენის თანხას ედავებიან, რატომ შეიძინა პიჯაკი, რატომ შეიძინა საფლავზე მიტანილი ყვავილი, რატომ გადაიხადო აბანოში ვიქტორ იუშენკოს ხარჯები და.აშ.
მესამე საქმე „იმედის“, 7 ნოემბრის საქმე და პატარკაციშვილის ოჯახის ქონების საქმე.
მეოთხე საქმე ვალერი გელაშვილის საქმეა. სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას დაინტერესებული მოწმეები, ბურჯანაძე და ოქრუაშვილი იძლევიან. ასეთ საქმეებზე სერიოზულად ვერც ვიმსჯელებ.
ესაუბრა ეკა ლემონჯავა ,,ჯი-ეიჩ-ენი“