შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ძევერაში ტბაში 16 წლის ირაკლი ჯოლბორდის ცხედარი იპოვეს.
თვითმხილვევლთა განცხადებით ჯოლბორდი მეგობრებთან ერთად ტბაში ბანაობდა, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო სამსახურის მობილური ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა.
ჯოლბორდის სხეული ოპერატიულად იქნა ნაპოვნი, მაგრამ სამწუხაროდ გარდაცვლილი აღმოჩნდა.
უბედური შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.