ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბოლნისის რაიონის დაბა თამარისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მუხრადინ ბაირამოვი დააკავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, მუხრადინ ბაირამოვი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვა-რეალიზაციის დამადასტურებელი ყალბი ცნობები სხვადასხვა მოქალაქეებზე რამდენჯერმე გასცა და მის მიერ აღებული ქრთამის რაოდენობაც პროდუქტების ღირებულების შესაბამისად ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა.
სამართლადამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.