მტკვარში მაშველებმა უცნობი კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ნაპოვნი სავარაუდო ის შუახნის კაცია, რომელიც ორი დღის წინ დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარში გადახტა. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ასევე იმყოფებიან ექსპერტები, რომლებიც დამხჩვალის ვინაობას დაადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მტკვარში დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან შუახნის მამაკაცი გადახტა. თვითმხილველების განცხადებით, მას სპორტული ტანსაცმელი ეცვა. მამაკაცის ვინაობა უცნობია. რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებდნენ.