საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში აცხადებენ, 2010 წლის 7 ივნისს ცოტნე გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელს ქრთამის სახით შესთავაზა ფულად ანაზღაურება მისთვის სასურველი ინფორმაციისა მიწოდებისა და დაწესებულების ადმინისტრაციისგან ფარულად კორესპონდენციის გატანისთვის.
13 ივნისს კი, გამსახურდიას დავალებით, მის ერთ-ერთ მეგობარს შეხვდა, რომელსაც კორესპონდენცია გადასცა, რის სანაცვლოდაც ქრთამი სახით 500 ლარი აიღო.
"მიმდინარე წლის 7 ივლისს ცოტნე გამსახურდიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება იქნა გამოტანილი", - აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ბრალდებულია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. იგი 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. გამსახურიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.